გიორგი აბაშიშვილმა ზუგდიდში სტარტაპ კვირეული გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ზუგდიდში სტარტაპ კვირეული გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კვირეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „თიბისი ბანკს“ შორის 14 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს და მისი მიზანი საქართველოში სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

კვირეულის მიზანია, ასევე, შეიქმნას სივრცე, სადაც სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ საქმიანობას და დაამყარებენ საქმიან კავშირებს.

,,მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპ კვირეული იმართება საქართველოს რეგიონში - ზუგდიდში, ვინაიდან ჩვენ უკვე გვქონდა სტარტაპ კვირეული ორგანიზებული თბილისში, კრინიცას ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ დონეზე მოხდეს სტარტაპერების მხარდაჭერა.

სტარტაპ კვირეული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ სტარტაპერებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაცვალონ იდეები და მოიზიდონ დაფინანსება საკუთარი სტარტაპებისთვის“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს სტარტაპ კვირეულების მხარდაჭერა განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა