ლევან არველაძე ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან არველაძე დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით გეგმის შემუშავებას ეხება. ლევან არველაძე მერიის გადაწყვეტილებას მიესალმება.

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. ვინაიდან, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით მთავარ გამოწვევას ავტოტრანსპორტი წარმოადგენს, მისასალმებელია ქალაქის მერის გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში მუნიციპალურ და იურიდიულ პირთა დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური შემოწმება და რეგლამენტაცია მოხდეს. საზოგადოებას და კერძო მესაკუთრეებს მაგალითი პირველ რიგში ქალაქის მერიამ უნდა მისცეს”, - განაცხადა ლევან არველაძემ.

ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების გეგმის შესახებ კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს