ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ

საკითხავია, ვინ ვის დაურეკა შესახვედრად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა არჩილ შავაშვილმა განუცხადა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერებიც არსებობდეს. შავაშვილის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნოზაძესთან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არ მისულა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ მუხლს, რომელზეც საუბარია, არ აღიარებს. საკითხავია შესახვედრად ვინ ვის დაუკავშირდა. შესაძლოა, არსებობდეს ვიდეოჩანაწერებიც”, - აღნიშნა არჩილ შავაშვილმა.

რაც შეეხება ბრალის ოფიციალურ წარდგენას, ადვოკატი ვარაუდობს, რომ ეს ხვალ, დღის პირველ ნახევარში მოხდება, რის შემდეგაც ბრალდებულის უფლებადამცველებს საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცემათ და სავარაუდოდ, აღნიშნულის შემდგომ უკვე გაკეთდება კომენტარი, სადაც საუბარი დანაშაულის ჩადენის მოტივზე იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა