მამუკა ბახტაძე - ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ საზღვარგარეთ წასვლა შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზების მიზნით

ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ საზღვარგარეთ წასვლა შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზების მიზნით, - - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ უნდა შექმნას შესაძლებლობები, რათა თვითრეალიზაციის მიზნით საზღვარგარეთ წასვლა არ მოუწიოთ.

„ძალიან მიხარია, როდესაც მესმის ბევრი წარმატებული ახალგაზრდის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოში, რომ არ მოგვიწიოს წასვლა საკუთარი თავის თვითრეალიზაციის მიზნით საზღვარგარეთ. საზღვარგარეთაც უნდა წავიდეთ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღოთ, მაგრამ გარემო ისეთი უნდა იყოს საქართველოში, რომ ყველას გვქონდეს განცდა - ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის თვითრეალიზაცია მოვახდინოთ აქ“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის კურსდამთავრებულებს უმაღლესი სასწავლებლების დამთავრება მიულოცა და ყურადღება განათლების სისტემის რეფორმასა და ახალგაზრდულ ეკონომიკაზე, ინოვაციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე, ახალგაზრდებში კულტურის, სპორტის პოპულარიზაციის მნიშვნელობასა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებზე გაამახვილა. „ჩვენ განათლება და ახალგაზრდული ეკონომიკა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. აქ ჩვენ გვჭირდება ძალიან პრინციპული და რადიკალური ნაბიჯები“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელის საჭიროებაზე, სადაც განათლებას დომინანტი პოზიცია ექნება. „სიღარიბის დამარცხება - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვესმოდეს - თუ ჩვენ გვინდა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა გვქონდეს, როგორსაც ჩვენ დღეს ვხედავთ ევროპის ბევრ ქვეყანში, ამისთვის გვჭირდება პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი. მოდელი, სადაც თქვენი კონტრიბუცია იქნება წამყვანი და სადაც განათლებას ექნება დომინანტი პოზიცია, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზაციას ჩვენს სამშობლოში, საქართველოში“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა