ზუგდიდში მაღალი დონის პროფესიული სასწავლებელი შეიქმნება

პრემიერის თქმით, ზუგდიდში მაღალი დონის პროფესიული სასწავლებელი შეიქმნება. როგორც მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა ეს მისცემს ახალგაზრდებს საშუალებას, მათი ნიჭი მოთხოვნად პროფესიებში ტრანსფორმირდეს.

„ძალიან მიხარია, რომ „ტექნოპარკი“ ზუგდიდში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ერთ-ერთი პირველი, რასაც გავაკეთებთ და განათლების სისტემის რეფორმა ამას გულისხმობს, ესაა - ძალიან მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლის გაკეთება განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ასეთ პირველ სასწავლებელს ჩვენ აუცილებლად გავხსნით ზუგდიდში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის ნიჭი, რაც არის ამ ჩვენ ლამაზ კუთხეში, მაქსიმალურად ტრანსფორმირდეს 21-ე საუკუნეში ისეთ პროფესიებში, რომლებზეც ყოველთვის იქნება მოთხოვნა. გარწმუნებთ, ამაზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა“, - მიმართა მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს.

მისივე თქმით, განათლების სისტემას უნდა ჰქონდეს რეგიონული მხარდაჭერის კომპონენტი. „კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, გახლავთ ის, რომ ჩვენს განათლების სისტემას უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული მხარდაჭერის მომენტიც და ფუნქციაც. თუ თქვენ ნახავთ საქართველოს სამეცნიერო-ინტელექტუალურ პოტენციალს და ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, ამ პოტენციალს სჭირდება კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, გაღვივება და განვითარება“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შეკრებილ ახალგაზრდებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო