მამუკა ბახტაძე - ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა ვერ იქნება წარმატებული ცალკე აღებული

ჩვენი შეხედულებით, ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა ვერ იქნება წარმატებული ცალკე აღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ახალგაზრდული ეკონომიკა ნიშნავს ინოვაციებს, ენერგიას, იმას, რომ არ შევეგუოთ რაღაც არსებულ „სტატუს კვოს“, რომელიც შესაძლოა რაღაც ჭაობისმაგვარ სიტუაციას გვაგონებდეს. ახალგაზრდული ეკონომიკა ნიშნავს ერთსულოვნებას, იმას, რომ ორიენტირებულნი ვიყოთ პროგრესზე, იმაზე, რომ ის ფასეულობები რაც წინაპრებისგან გვაქვს, შევინარჩუნოთ და გადავცეთ ახალ თაობებს, განვავითაროთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და იცით, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებს ვაერთიანებთ ერთ სამინისტროში. ჩვენი შეხედულებით, ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა ვერ იქნება წარმატებული ცალკე აღებული. ეს უნდა იყოს ერთიანობაში იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი მოქალაქეები და ისეთი სისტემა, სადაც გვეყოლება განათლებული ადამიანები, ძალიან მაღალი მორალითა და ფასეულობებით და, რა თქმა უნდა, სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების პრინციპით მცხოვრები ახალგაზრდები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

აგრეთვე, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მეტი ახალგაზრდული სივრცის საჭიროებაზე და კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, სპორტული და ახალგაზრდული სივრცეები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის, აფხაზებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ახალგაზრდული სივრცე. დღეს მე განვაცხადე ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რომელსაც ძალიან მოკლე ვადაში დავიწყებთ. ზუგდიდში აუცილებლად იქნება ოლიმპიური პარამეტრების მქონე აუზი, სადაც ძალიან ბევრ საერთაშორისო ტურნირს ჩავატარებთ. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ხელმისაწვდომი და თვალნათელი უნდა იყოს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის, ყველასთვის, ვისაც სურს, რომ ახალგაზრდულმა ენერგიამ თავისი გზა და კალაპოტი იპოვოს და ეს ყველაფერი აისახოს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე, წინსვლაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა