პრემიერმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ზუგდიდიდან მამუკა ბახტაძე წილკანში, ტატუნაშვილების ოჯახში ჩავიდა და არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს ესაუბრა. პრემიერმა მათ თანადგომა აღუთქვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს