ოთარ დანელია – დასაფასებელია პრემიერ-მინისტრის დიდი ინტერესი აზიური ფაროსანას პრობლემისადმი

„დასაფასებელია პრემიერ-მინისტრის დიდი ინტერესი აზიური ფაროსანას პრობლემისადმი“, - ამის შესახებ განცხადება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კომიტეტის თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება აზიური ფაროსანას ბრძოლის წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოებზე გაამახვილა.

„სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ადგილზე ეცნობა დღეს არსებულ მდგომარეობას. მისი დამოკიდებულება ამ მწვავე საკითხისადმი დასაფასებელია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დასავლეთ საქართველოში წამლობითი ღონისძიებები 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში ჩატარდა.

„მესამე ეტაპი დაიწყება ივლისში. მეორე ეტაპის 90 % პრაქტიკულად დასრულებულია და ეფექტურობა 90 %-ზე მეტია. ივლისის შუა რიცხვებიდან ჩვენ შეგვიძლია წინასწარი მონაცემები ვთქვათ როგორი იქნება მოსავალი, მაგრამ ნამდვილად საიმედო მდგომარეობაა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 220 ათასი ჰექტარი ფართობი. ხოლო ცივი შესხურების ტექნოლოგიებით - 8 500 ჰექტარზე მეტი. ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დამონტაჟებულია 50 ათასამდე სადგური.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს ვინც ჩართულია ამ პროცესში, ადგილობრივ მოსახლეობას, მათი ჩართულობისთვის მათი უფრო მეტი პროაქტიურობისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება და სეზონის დასრულებამდე ჩვენ მივიღებთ დამაკმაყოფილებელ სურათს, იმისთვის რომ მოსავლის ზიანი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ის რთული პერიოდი, რომელიც ჩვენ შარშან ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც სერიოზული შემოსავალი დააკლდათ ოჯახებს აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო