თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ სამაშვილმა და მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტიურობისათვის.

საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილა:

• სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაცია/შენიშვნები 2018 წლის 4 მაისის სხდომაზე თეთრიწყაროს მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თაობაზე;

• თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია;

• ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ და ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მიმდინარე პროცესი.

საბჭომ ადგილობრივ თვითმმართველობას წარუდგინა შენიშვნები და რეკომენდაციები 4 მაისს საბჭოს სხდომაზე განხილულ საკითხებზე, კერძოდ, ქალაქ თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებთან და კულტურის სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვადებთან და ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით.

მათივე ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, მრჩევლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

სამოქალაქო მრჩევლებმა მერიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე თავისი მოსაზრებებისა და შენიშვნების მოსამზადებლად გონივრული ვადა ითხოვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა