ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც, უკრაინის, მოლდოვას, ლიეტუვის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის როლსა და ასამბლეის აშშ-ის კონგრესთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის მნიშვნელობას საერთო მიზნების მიღწევის საქმეში.

პოლ რაიანმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარეებს მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

„დღეს გვქონდა შეხვედრა ხუთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს სპიკერ რაიანთან. ამ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე თითოეული ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებზე. ჩვენ გავაცანით ჩვენი თანამშრომლობის გამოცდილება-ვგულისხმობ რეგიონულ გამოცდილებას და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, როგორც თითოეული ქვეყნის მიმართ, ასევე, ზოგადად, რეგიონის მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა გაგრძელდეს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა