„გირჩის“ წევრი ნიკა ობოლაძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

„გირჩის“ წევრი, ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსი ნიკა ობოლაძე საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

შსს ობოლაძეს კანაფის შეძენა-შენახვას ედავებოდა. საქმე მოსამართლე ნინო ყანჩაველმა განიხილა. „გირჩი“ მიიჩნევს, რომ ბრალდების მსგავსად, სასამართლოს გადაწყვეტილებაც აბსურდული და დაუსაბუთებელია.

„2 მაისს, დაახლოებით, 17:00 საათისთვის, „გირჩის“ ყოფილი ოფისის წინ, კრიმინალური პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომლებმა უხეში ფიზიკური მოქმედებებით სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც საკუთარი სამსახურის ოფისში შედიოდა. ამ ინციდენტში „გირჩის“ წარმომადგენლები ჩაერივნენ, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მოდულის წინ) გადაიყვანეს, სადაც მათივე თქმით, მოქალაქე განაცხადებდა, რომ უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადაყვანაზე და გამოუშვებდნენ. სინამდვილეში კი ის, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს.

განყოფილებაში შეიყვანეს ობოლაძეც, რომელსაც ხელში კანაფის ძირიანი ქოთანი ეკავა. გირჩის წარმომადგენლებმა ქოთანი დემონსტრაციულად მიიტანეს პოლიციის განყოფილებასთან, რითიც განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს დასჯიდნენ, ისინიც უნდა დაეკავებინათ.

აღსანიშნავია, რომ ობოლაძის დაკავებამდე ქოთანი „გირჩის“ თითქმის ყველა წევრს ეკავა ხელში რიგრიგობით. ობოლაძე მოწმის სტატუსით დაკითხეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა დღეს პოლიციის განყოფილებაში მისულ ნიკა ობოლაძეს განუცხადეს, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა, რადგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ქოთანში მცირე რაოდენობით კანაფი იყო“, -ნათქვამია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა