ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის ნათესავი - თამთას ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა

თამთას ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ეს დაადასტურა ჩატარებულმა ექსპერტიზამაც, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებული თამთა ჯანჯღავას ბიძაშვილმა გვანცა რამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე, როგორც სიცრუეა, თითქოს ირაკლი ნოზაძე და ბრალდებული ჯანჯღავა მეგობრები არ იყვნენ.

„თამთას არანაირი შეხება არასდროს ჰქონია ნარკოტიკულ საშუალებასთან. ის არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, არც მომხდარი ფაქტის დროს. აღნიშნული დაადასტურა ექსპერტიზამაც. ასევე, არასწორია ის, რასაც მედიაში აკეთებენ კომენტარებს, თითქოს ირაკლი ნოზაძე და თამთა არ იყვნენ ვითომ მეგობრები. მე როგორც ვიცი, ისინი იყვნენ მეგობრები. თუმცა, რა მოხდა კონკრეტულად, ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ შემიძლია, ვინაიდან ჩვენ თამთას არ გავსაუბრებივართ“, - აღნიშნა გვანცა რამიშვილმა.

დიდუბის პოლიციის მეორე განყოფილებაში ასევე იმყოფებოდა ბრალდებულის დედაც, რომელმაც მედიისთვის ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა „ინტერპრესნიუსთან“ პირად საუბარში აღნიშნა, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს თამთა მის მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მან არ იცის კონკრეტულად რატომ დაჭრა ირაკლი ნოზაძე, თუმცა იცის, რომ მისი შვილი და ირაკლი ნოზაძე მეგობრობდნენ.

ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ირაკლიმ ცუდი სიტყვა უთხრა და ამას მოჰყვა ყველაფერი - "პიკასოს" დაჭრაში ბრალდებულის ახლობელი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო