„როიტერი“ - ამერიკამ გაეროს ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს დაფინანსება შეამცირა

აშშ-მა გაეროს ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს დაფინანსება შეამცირა. ამის შესახებ „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

დაფინანსების შემცირების გადაწყვეტილების მიზეზად ამერიკელებმა დაასახელეს უთანხმოება, რომელიც უწყების თავმჯდომარის, რუსი დიპლომატის, ვლადიმერ ვორონკოვის მუშაობასთან დაკავშირებით არსებობს.

ვალდებულების მიხედვით, აშშ-ს ამ სტრუქტურისთვის 2 მილიონი დოლარი უნდა გადაერიცხა, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ეს სახსრები გაეროს რეფორმებს მოხმარდეს. აშშ-სა და გაეროს ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს შორის დავები დაგეგმილ კონფერენციასთან დაკავშირებით წარმოიშვა. კერძოდ, ვორონკოვმა მხარი არ დაუჭირა აშშ-ის იდეას, არასამთავრობო ორგანიზაციების სრულფასოვანი მონაწილეობის შესახებ და ეს იმით ახსნა, რომ „ანტიტერორისტული უწყებების ხელმძღვანელები მათ კონფიდენციალურ ინფორმაციებს მიაწვდიდნენ“.

სააგენტოს წყაროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება, ასევე, უკავშირდება იმას, რომ ცენტრს მოსკოვის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს, რომელმაც ეს თანამდებობა მისი ქვეყნის ძლიერი ზეწოლის შედეგად მიიღო.