ქუთაისის აეროპორტიდან 16:00 საათზე დაგეგმილი ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი ამ დრომდე არ შესრულებულა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის დაგვიანება დაპირისპირების მიზეზი გახდა. ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ დაგეგმილი რეისი, რომელიც დღეს, 16:00 საათზე უნდა განხორციელებულიყო, ამ დრომდე არ შესრულებულა.

მგზავრების თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში თვითმფრინავში მოუხდათ ყოფნა, გაითიშა კონდიცირების სისტემა, რამდენიმე ადამიანს სასწრაფოს დახმარებაც დასჭირდა. მათივე თქმით, რეისის გადადების მიზეზი ავიალაინერის ტექნიკური გაუმართაობაა.

ისინი გზის გადაკეტვას გეგმავდნენ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მგზავრების განმარატებით, ავიაკომპანიის წარმომადგენლები მათთან არ გამოჩენილან და მხოლოდ სასტუმროში გადაყვანა და სხვადასხვა რეისებზე გადანაწილება შესთავაზეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო