„აეროპორტების გაერთიანება“ - „ვიზეარის“ თვითმფრინავის რეისის ქუთაისი-ბარსელონას შესრულების დროს ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც რეისი გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მგზავრებს ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს ადგილზე.

„ავიაკომპანია „ვიზეარის“ თვითმფრინავის რეისის ქუთაისი-ბარსელონას შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. კომპანიის ტექნიკოსების და თვითმფრინავის კაპიტნის რეკომენდაციით მიღებულია რეისის გაუქმების გადაწყვეტილება. მგზავრებს ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად, ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს ადგილზე ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანია „ვიზეარის“ ცხელ ხაზს: 07 06 777 483. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ის მგზავრები, რომლებიც გაფრენას მომდევნო რეისით გადაწყვეტენ, მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯებს კომპანია „ვიზეარი“ აანაზღაურებს“, - ნათქვამია ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა