პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ოთხ კანონპროექტს აერთიანებს: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი“, „საქართველოს ორგანულ კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კანონის პროექტი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტმა 80 ხმით მიიღო, საქართველოს კანონის პროექტი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ - 79 ხმით, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ - 82 ხმით.

როგორც ფრაქციაში აცხადებენ, კანონპროექტთა პაკეტი დეტალურად განსაზღვრავს სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიის ცნებას, განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს. აღნიშნული ცვლილებებით შეიზღუდება სამშენებლო ნებართვების გაცემა სპორტულ, გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ტერიტორიებზე, გარდა იმ მშენებლობებისა, რომლებიც ამგვარი ტერიტორიების ფუნქციური გამოყენების მიზნებს არ სცილდება. ამასთანავე, მუნიციპალიტეტების ვალდებულება ხდება განახორციელონ სპორტული ობიექტების ყოველწლიური მონიტორინგი და მოვლა-პატრონობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო