გედევან ფოფხაძე - აქცენტის გადატანა სიის არსებობიდან სიის ვარგისიანობაზე უკვე არასწორია

აქცენტის გადატანა სიის არსებობიდან სიის ვარგისიანობაზე უკვე არასწორია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ სიის შემადგენლობა არ არის სტატიკური და ის ცოცხალი პროცესია. შესაბამისად, მისი შეფასებით, სიის შემადგენლობაზე აპელირება სწორი პოლიტიკური აქცენტი არ არის.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენა „ევროპული საქართველოდან“ მოდიოდა. ჩვენ ამ იდეას მხარი დავუჭირეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ სწორი იდეაა.

მე მგონია, რომ პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ სიას და დაფიქსირებაც სამთავრობო დონეზე საკმაოდ მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება თავად სიას, მისი შემადგენლობა ვერ იქნება სტატიკური, რადგან ჩვენ დავადგინეთ საფუძვლები, იქ როგორ უნდა მოხვდეს ადამიანი, შესაბამისად, ეს სია იქნება სრულ ცვალებად რეჟიმში. არის თუ არა იქ მკვდარი სულები, როგორც ამაზე საუბრობენ და რა დამოკიდებულებაში ვიქნებით ამ სიასთან მიმართებაში, ეს შეიძლება იყოს ცოცხალი პოლიტიკური პროცესის ნაწილი და შეგვიძლია ვისაუბროთ, როდესაც პარლამენტში მოვლენ მთავრობის წევრები, რომლებიც ვალდებულები არიან უზრუნველყონ ამ სიის სრულფასოვანი არსებობა. თუ რაიმე ჩასასწორებელი გვაქვს, ეს უნდა ჩასწორდეს. აქცენტის გადატანა სიის არსებობიდან სიის ვარგისიანობაზე უკვე არასწორია. მე მგონია, რომ პოლიტიკური აქცენტები სწორად უნდა გავაკეთოთ. არ უნდა გაჩნდეს პარტიული ინტერესები. ეს არ არის ის თემა, რაზეც ჩვენ უნდა ვიდაოთ“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

როგორც ცნობილია, მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა, რომელიც 33 პირისგან შედგება. ოპოზიციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიაში რამდენიმე გარდაცვლილი ადამიანია შეყვანილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო