Wizz Air - ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფასოდ იმგზავროს ალტერნატიული რეისით ან მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-ბარსელონას გაუქმებულ რეისთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, Wizz Air-ის პოლიტიკისა და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფასოდ იმგზავროს Wizz Air-ის ალტერნატიული რეისით, მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120 პროცენტი WIZZ საკრედიტო ბარათზე.

"თვითმფრინავთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებების გამო, Wizz Air-ის დღევანდელი რეისები W6 6417/6418 ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით გაუქმდა. Wizz Air-ის პოლიტიკისა და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფასოდ იმგზავროს Wizz Air-ის ალტერნატიული რეისით, მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120 პროცენტი WIZZ საკრედიტო ბარათთზე. ავიაკომპანია მგზავრებს უზრუნველყოფს კვების ვაუჩერით და, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროში განთავსებით. Wizz Air გულწრფელ ბოდიშს უხდის ყველა დაზარალებულ მომხმარებელს რეისების გაუქმებით შექმნილი ნებისმიერი სახის დისკომფორტის გამო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიისთვის მგზავრების, ეკიპაჟისა და თვითმფრინავის უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა