სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს

28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. 28 ივნისს კი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 40 გრადუსს მიაღწევს. თვის ბოლომდე ტემპერატურა აიწევს ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34–39 გრადუსამდე იქნება. შესაბამისად, ტემპერატურა დღისით მოიმატებს ქვეყნის მთიან რეგიონებშიც.

თვის ბოლომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში შესაძლებელია სეტყვაც.

თბილისში თვის ბოლომდე ღამის საათებში ასევე შესაძლებელია იყოს მცირე ნალექი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით კი 36–38 გარუსი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო