სენატორი კორი გარდნერი - აშშ-ის სენატში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, სენატორ კორი გარდნერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი და კონგრესმენების მიერ ინიცირებული ორპარტიული წერილი იყო, რომლითაც კონგრესის წევრები აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებენ. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა აღნიშნეს.

სენატორის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, საქართველო, რომელმაც ბოლო წლებში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და სანდო მოკავშირეა, რასაც, როგორც სენატორმა აღნიშნა, მისი ქვეყანა განსაკუთრებულად აფასებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა