დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება

მოსკოვი და ვაშინგტონი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ კრემლის ლიდერის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

„ეს საკითხი მხარეებს შორის საკმაოდ დიდი ხანია დახურული არხებით განიხილება. შემიძლია ვთქვა, რომ მიღწეულია შეთანხმება სამიტის ჩატარების, მათ შორის დროისა და ადგილის შესახებ. ამის შესახებ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ხუთშაბათს ერთობლივად განვაცხადებთ“, - აღნიშნა უშაკოვმა. მისივე თქმით, პრეზიდენტებს შორის შეხვედრა მესამე ქვეყანაში გაიმართება.

ბოლო დღეების განმავლობაში ორმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ტრამპი-პუტინის შეხვედრების შესახებ და შეხვედრის ადგილად ორი ქალაქი - ვენა და ჰელსინკი დასახელდა. მოსკოვსა და ვაშინგტონში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაკეთებულა.

დღესვე პუტინის თანაშემწემ ის სავარაუდო თემებიც დაასახელა, რომელზეც თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერები იმსჯელებენ - სტრატეგიული სტაბილურობა, ტერორიზმთან ბრძოლა და ორმხრივი ურთიერთობების გამოსწორება.

პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპი რუს კოლეგას, პირადად, სულ ორჯერ შეხვდა - 2017 წლის ივლისში „დიდი ოცეულის“ ფარგლებში ჰამბურგში, რა დროსაც ორმხრივი ურთიერთობები, სირიისა და უკრაინის კრიზისები განიხილეს. ასევე ნოემბერში, დანანგში გამართულ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, სადაც მათ სირიის შესახებ ერთობლივ განცხადებას მხარი დაუჭირეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო