საქართველო ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ჰონგ კონგში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და “სარტყლისა და გზის სამიტის“ მუშაობაში მონაწილეობს, დღეს „ჰონგ კონგ ჩინეთთან“ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერს ხელს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა. მომსახურების სფეროში შეთანხმების პირობების შესაბამისად, საქართველოსთვის მიმზიდველია ტურიზმის სექტორი და ასევე, სატრანსპორტო მომსახურება საზღვაო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გენადი არველაძის მოხსენებით გამოსვლა “სარტყლისა და გზის სამიტზე“, ასევე, ორმხრივი შეხვედრა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანთან ედვარდ იაო თენგ-ვასთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს