ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი თსუ-ში ენერგეტიკის ახალგაზრდულ კონფერენციას გახსნის

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107-ე აუდიტორიაში საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკის ახალგაზრდულ კონფერენციას გახსნის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კონფერენცია 28 ივნისს, 10:30 საათზე დაიწყება. კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.

მთავრობის, ენერგეტიკული ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ენერგეტიკის სფეროს ინოვაციებსა და საინტერესო ტექნოლოგიებს, ასევე სექტორში არსებულ კარიერულ პერსპექტივებსა და სასწავლო პროგრამებს.

G4G - „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად, გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა