რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო თურქეთში 12 ადამიანი დააკავეს

თურქეთში, ქალაქ იზმირის სასამართლომ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო 12 ადამიანი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, გასულ ხუთშაბათს, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტის მუხარემ ინჯეს მრავალათასიან მიტინგზე დაკავებული პირები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ თურქეთის პრეზიდენტს. გარდა ამისა, ისინი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით კი შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. დაკავებულებს მაღალი თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის წაუყენეს ბრალი.

თურქეთის კანონმდებლობა პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ფულად ჯარიმას ან 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოპოზიცია თურქეთის ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ აღნიშნული პირების დაკავება შემდეგომში მათი რეპრესიისთვის გამოიყენება, ვინც ერდოღანის პოლიტიკას არ ეთანხმება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა