მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებასთან ერთად, გამოცდის ძველი სისტემით - დახურულ მოედანზე გავლაც მოუწევთ

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, შესაბამის პირებს ვალდებულება ექნებათ გამოცდა ჯერ ძველი სისტემით - დახურულ მოედანზე ჩააბარონ, ქალაქში - რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარების უფლებას კი მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებენ.

„მართვის მოწმობის მისაღებად, კანდიდატს თეორიული და განახლებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად დაიყოფა. კანდიდატები პირველ რიგში გამოცდას დახურულ მოედანზე, არსებული ბარიერების გადალახვის შემდეგ შეძლებენ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავა პოტენციური მძღოლი, გამოცდის მეორე, მართვის უფლების მისაღები გამოცდის ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე“, - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

მათივე განმარტებით, ძალაში რჩება დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდისას ამ დროისთვის არსებული ყველა - ექვსივე კომპონენტი, რომელთა გავლაც მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ამჟამად უწევთ.

მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა წლის ბოლომდე გადავადდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა