მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ახალი სისტემით, პირველ ეტაპზე, ზუგდიდსა და ფოთში არ ჩატარდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ახალი სისტემით, საწყის ეტაპზე, ზუგდიდსა და ფოთში არ ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ვინაიდან ამ ორ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ფოთსა და ზუგდიდში მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა, მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება.

„მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება ყველა იმ ქალაქში მოხდება, სადაც გამოცდებს კანდიდატები აქამდე აბარებდნენ. პროექტის საწყის ეტაპზე გამონაკლისი იქნება ზუგდიდისა და ფოთის მომსახურების ცენტრები, ვინაიდან ამ ქალაქებში მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციების, ასევე ასფალტის საფარის ცვლილებას ითვალისწინებს. ფოთსა და ზუგდიდში, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარება აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი“, - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა წლის ბოლომდე გადავადდა. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ კი, მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება - რეალურ მოძრაობასთან ერთად, გამოცდის ძველი სისტემით - დახურულ მოედანზე გავლაც მოუწევთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა