საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდმა “ბეკომ” სავაჭრო ქსელის რეგიონულ დილერებს და მედიის წარმომადგენლებს თურქეთში უმასპინძლა

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიო ბრენდმა “ბეკომ”, რომელიც 20 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, სავაჭრო ქსელის რეგიონულ დილერებს და მედიის წარმომადგენლებს თურქეთში უმასპინძლა.

საინფორმაციო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს “ბეკოს” ინოვაციური სარეცხი მანქანების ქარხანა, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც წარმოების, ასევე პროდუქციის შემდგომი მოხმარების შესახებ. ქარხანასთან ერთად, ტური მოიცავდა თურქეთში მდებარე მრავალ ღირშესანიშნაობას, მათ შორის: ძველ რომაულ პოლისს ეფესოს, (იონიელების კავშირში შემავალი ერთ-ერთი ქალაქი თორმეტიდან, რომაული მმართველობის პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში იგი იყო რომის იმპერიის სიდიდით მეორე ქალაქი, იმპერიის დედაქალაქის, რომის შემდეგ. ძვ. წ. I საუკუნეში ეფესოს მოსახლეობა იყო 250 000, რაც მას მსოფლიოში სიდიდით მეორე ქალაქადაც აქცევს. )ქალაქ იზმირში მდებარე ღვთისშობლის ტაძარს, ძველ ბერძნულ სოფელ შირინჯესა და ქალაქ სტამბულში მდებარე აია სოფიას ტაძარს.

InterPressNews.Geმონაწილეებმა დააგემოვნეს თურქული ტრადიციული სამზარეულო და უნიკალური ხილის ღვინო. მათ მოინახულეს ქალაქი იზმირი, რომელიც თურქეთში სიდიდით მესამე ქალაქია და ქვეყნის მეგაპოლისი - სტამბოლი.

ტურის მიზანი მიწვეული სტუმრებისათვის ბეკოს ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარება და ქვეყნის დათვარიელება იყო. სწორედ აქედან მიდის ბეკო 6 კონტინენტზე, 150 მეტ ქვეყანაში, 450 მილიონ მომხმარებელთან ყოველ 2 წამში ერთხელ. ბეკო თქვენი ყოველდღიურობის ოფიციალური პარტნიორია.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა