ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინელ, მოლდოველ, ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა.

საუბარი ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. ყურადღება გამახვილდა ინტენსიური და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

„ირაკლი კობახიძემ რონ ჯონსონს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ასევე, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობა.

სენატორმა ხუთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს მტკიცე მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურეს“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს