კობა გვენეტაძე დღეს, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენტაძე დღეს, საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიური ანგარიში ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს.

„დოკუმენტში წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. ანგარიშში აგრეთვე ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში არსებით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე“, -ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა 2018 წლის მაისში, საკომიტეტო ფორმატში მოისმინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა