შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისთან" შეუთანხმებელი გათხრითი სამუშაოების წარმოებისას გაზმომარაგება ავარიულად შეეზღუდა დიდი დიღმის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებელი გათხრითი სამუშაოების წარმოებისას სამშენებლო კომპანიამ შპს „Q GROUP“ დააზიანა "ყაზტრანსგაზ-თბილისის" კუთვნილი გაზსადენი. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავარიის სალიკვიდაციო პირველადი ღონისძიებები ოპერატიულად გატარდა შემთხვევიდან მოკლე დროში, რის გამოც 27 ივნისს, დაახლოებით 23:30 საათისათვის გაზმომარაგება შეუწყდა დიდ დიღომში მდებარე ავთანდილის ქუჩის №8, ვეფხისტყაოსნის №54 და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 28 ივნისს, დაზიანებული გაზსადენის სრულად რეაბილიტაციის შემდეგ. გაზმომარაგების სრულად აღდგენა 28 ივნისის 14:00 საათისთვის იგეგმება.

„შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის”, - აცხადებენ კომპანიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა