კვლევის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების პოზიციებზე, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრები ხვდებიან

2017 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლების პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საბჭოში მოსამართლე წევრების პოზიციებზე, როგორც წესი, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრები ხვდებიან, – ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და საია–ს ერთობლივ კვლევაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგს ეხება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, 2017 წელს, როგორც პარლამენტის, ისე მოსამართლეთა კონფერენციის მიერ საბჭოს ახალი წევრების არჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე და პროფესიულ შეფასებაზე დაფუძნებული.

„შემადგენლობის განახლებას საბჭოს საქმიანობაში არსებითი ცვლილებები არ მოყოლია. ახლად არჩეული მოსამართლე წევრები მათი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად წინა შემადგენლობის მიერ აღებული გეზის გაგრძელებას მიიჩნევდნენ. 2017 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლების პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საბჭოში მოსამართლე წევრების პოზიციებზე, როგორც წესი, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრები ხვდებიან, რომელთა უმრავლესობასაც უკავია ან წლების მანძილზე ეკავა თავმჯდომარის თანამდებობა. სასამართლო სისტემაში ცალკეული პირების ხელში ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციას ხელი შეუწყო სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შემოღებულმა წესმა, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებას ააძლევს იმავდროულად იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გრძელდებოდა განსხვავებული აზრის დევნა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არაჯანსაღი გავლენების დემონსტრირება.

„კრიტიკული აზრის მიუღებლობა გამოიხატებოდა, როგორც საკუთარი კოლეგებისა და დამსწრე საზოგადოების მიმართ არაეთიკურ დამოკიდებულებაში, ისე განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების მიმართ უთანასწორო მოპყრობაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა