აშშ-ს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ კორეა უახლოეს პერიოდში დაიწყებს აღებული ვალდებულებების შესრულებას

აშშ-ს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ კორეა უახლოეს პერიოდში დაიწყებს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა.

„ვფიქრობ, ჩრდილოეთ კორეაში ესმით, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწობილი იმის უზრუნველყოფაზე, რაც მოლაპარაკებებისას იყო გამოთქმული და რისი შესრულების პირობაც დავდეთ“, - განაცხადა მაიკლ პომპეომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასრულებს.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვალდებულება აიღო შეეჩერებინა სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ჩვენ პაუზის რეჟიმში გადავიყვანეთ ეს სამხედრო სწავლებები. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. ჩვენი მოლოდინი კი ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეა ასევე დაიწყებს მალე თავისი ვალდებულებების შესრულებას“, - ხაზგასმით აღნიშნა მაიკლ პომპეომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო