"ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვლავ ხდება ქალი პატიმრების შემოწმება გაშიშვლების გზით

"ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესესებულებებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დაწესებულებაში მიღებისას კვლავ ხდება ქალი პატიმრების სრული პირადი შემოწმება გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებას. ამის შესახებ მათ მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მონიტორინგი ჩატარდა სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში, სადაც სკანერის აპარატიც არის დამონტაჟებული, თუმცა მონიტორები აღნიშნავენ, რომ ქალ-მსჯავრდებულებს-ბრალდებულებს დაწესებულებაში პირველადი მოთავსების დროს არ ეძლევათ შესაძლებლობა აირჩიონ შემოწმების რომელ სახეს ირჩევენ.

"სკანერის, როგორც სრული შემოწმების ალტერნატიული მეთოდის გამოყენება გულისხმობს არა სრული შემოწმების სხვა მეთოდებთან ერთად გამოყენებას, არამედ ამ მეთოდების ალტერნატივას, რომლის გამოყენების შემდგომ არ უნდა მოხდეს დამატებითი მეთოდების გამოყენება", - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მე-5 დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში სრული შემოწმება ჩაუტარდა 514 ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას, ხოლო 566-ს დაწესებულების დატოვებისას.

"2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ბრალდებულის-მსჯავრდებულის სრული შემოწმება-დათვალიერებისას სხეულში აკრძალური ნივთი არ აღმოჩენილა. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ დაწესებულებაში ყველა შემთხვევაში სრული შემოწმების ჩატარების საჭიროება არ არსებობს", - ნათქვამია ანგარიშში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს