თეთრიწყაროს მერია - მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომები აქტიურად იმართება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომები აქტიურად იმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 27 ივნისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ სამაშვილმა და სამოქალაქო აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა. ამის შემდგომ, საბჭოს თავმჯდომარემ გულიკო შოშიტაშვილმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა.

„საბჭომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაცია/შენიშვნები 2018 წლის 4 მაისის სხდომაზე თეთრიწყაროს მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თაობაზე; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია;

ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ და ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მიმდინარე პროცესი.

საბჭომ ადგილობრივ თვითმმართველობას წარუდგინა შენიშვნები და რეკომენდაციები 4 მაისს საბჭოს სხდომაზე განხილულ საკითხებზე, კერძოდ, ქ. თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებთან და კულტურის სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვადებთან და ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით.

სხდომა გაგრძელდა დისკუსიით, საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, მრჩევლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა უპასუხეს.

სამოქალაქო მრჩევლებმა მერიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე თავისი მოსაზრებებისა და შენიშვნების მოსამზადებლად გონივრული ვადა ითხოვეს. ამის შემდგომ სხდომა დახურულად გამოცხადდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა