იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი - მტკიცებულებების არარსებობა განაპირობებს მონიტორინგის განმახორციელებლების ისეთ შეფასებებს, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება

ფაქტებისა და მტკიცებულებების არარსებობა განაპირობებს მონიტორინგის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ისეთ შეფასებებს, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონიტორინგის ანგარიშს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშზე მათ საკუთარი შეფასება გამოაქვეყნეს.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის წარმოდგენილი ანგარიში, რომლითაც შეფასებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა 2017 წლის პერიოდში, უკავშირდება გარდამავალ პერიოდს, როდესაც შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა. ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტობრივი მასალა ხაზს უსვამს საბჭოს ღიაობის საკითხს, რაც, აძლევს შესაძლებლობას მონიტორინგის განმახორციელებელ სუბიექტს საბჭოს სხდომებზე შეუზღუდავი დაკვირვების პირობებში და საბჭოდან საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული ინფორმაციის შეკრებით განახორციელოს საბჭოს საქმიანობის ყოველმხრივი მონიტორინგი, რის აშკარა დადასტურებასაც წარმოადგენს მითითებული ანგარიში.

ანგარიში მოიცავს საბჭოს ყველა აქტივობის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის შეიცავს მითითებას ერთეულ შემთხვევებზეც, რომელიც ბუნებრივია არ შეიძლება განზოგადებული იყოს. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში ფაქტებისა და მტკიცებულებების არარსებობა განაპირობებს მონიტორინგის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ისეთ შეფასებებს, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს. ანგარიშში მითითებული საკითხების უმეტესობა შეეხება არა უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, არამედ არსებული საკანონმდებლო რეგულაციების ხარვეზებს, რომლებითაც ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში. შესაბამისად, თუ ანგარიშის ავტორები მიუთითებენ არსებული საკანონმდებლო დანაწესის ხარვეზებზე, აღნიშნულის მოწესრიგება შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით და არ შეიძლება შეფასდეს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ხარვეზი.

ანგარიშში მითითებული საკითხების უმეტესობა შეეხება, ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროებას, რაც სცდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებს და განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და იუსტიციის სამინისტროსთან სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიების გაზრდის, მოსამართლის დანიშვნისა და შეფასების პროცესის სრულყოფის, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გაუმჯობესების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგლამენტირებელი აქტების სრულყოფის კუთხით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა