მაია მიმინოშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ, აბიტურიენტებს მიმართავს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ, აბიტურიენტებს მიმართავს.

„პირველ რიგში აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ნუ ინერვიულებენ, ეს ხელს უშლით მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები; მაქსიმალურად კეთილგანწყობილები დავხვდებით. უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ამ დარჩენილ რამდენიმე დღეში არაერთხელ შევიდნენ საკუთარ გვერდზე და შეამოწმონ, რომელ საათზე და რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა მივიდნენ. დაგვიანება უმტკივნეულესია ჩვენთვისაც და მათთვისაც. ზედმეტ ნივთებს ნუ მოიტანენ და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ტელეფონებთან დაკავშირებით. აბიტურიენტს თუ ტელეფონი აღმოაჩნდა, ის ავტომატურად, გაფრთხილების გარეშე, იხსნება საგამოცდო ცენტრიდან და რაც მთავარია, მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ, რომ თავიანთი ცოდნა წარმოაჩინონ“, - მიმართავს მიმინოშვილი აბიტურიენტებს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისიდან იწყება.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2019
თათული ზაკალაშვილი - „ჰოთსეილი“ კონცეფციას იცვლის