ირაკლი ლექვინაძე - რეგიონებში ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომისა და სამუშაო ძალის კვალიფაკაციის პრობლემა აქვს

რეგიონებში ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომისა და სამუშაო ძალის კვალიფაკაციის პრობლემა აქვს, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ 6 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა და ძირითად, მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს 5 ძირითადი მიმართულება, რასაც ვთვლით, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია. პირველი, ესაა სასამართლო დავებთან, ვადებთან და სპეციალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობები. ასევე, ბიუროკრატიის ნაწილი, განსაკუთრებით ადმინისტრაციული ორგანოების საშუალო რგოლში. მნიშვნელოვანია, რომ უფრო ეფექტური გახდეს ეს კომუნიკაცია. განსაკუთრებით, რეგიონებში არსებული შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ რეგიონებში ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომისა და სამუშაო ძალის კვალიფაკაციის პრობლემა აქვს. რეგიონებში განსაკუთრებით არის შეფერხებები საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობისას, როდესაც გარკვეული ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობდნენ ამ მიმართულებით ხელის შეშლას. ასევე გვგონია, რომ რეგულაციების ნაწილში საჭიროა სისტემატიზირება, რათა ბევრმა გაუაზრებელმა ინიციატივებმა არ შეუქმნას ბიზნესს აღნიშნულ რეგულაციებთან ადაპტირების პრობლემა. იანვარი-მაისის პერიოდში 600-ზე მეტი შეხვედრა გვაქვს ბიზნეს სექტორთან გამართული, გვაქვს 80-მდე რეკომენდაცია გაცემული და დაკმაყოფილების მაჩვენებელია 70%-ის ფარგლებში“, - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის გაძლიერება და უფრო მეტი პრობიზნესური გადაწყვეტილების მიღება. „ძალიან ხშირია სხვადასხვა უწყებების მხრიდან რიგი საკითხების სწრაფი ინიცირება. მაგალითად, ეს ეხება შრომის უსაფრთხოების კანონს, არის აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები, იგივე მიწის ორგანულ კანონთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ისეა ინიცირებული, რომ ნაკლები კომუნიკაციაა ბიზნესთან ან ბევრი ბუნდოვანებაა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომუნიკაციის გაძლიერება, ბიზნესის უფრო მეტი ჩართულობა და უფრო მეტი პრობიზნესური გადაწყვეტილება ამ კუთხით იქნება მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო