ოლიკო შერმადინი - მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა,რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძირითადი პრობლემებია განსხვავებული აზრის ნაკლებობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასული წლის ანგარიშის მონიტორინგით გამოვლინდა უარყოფითი ტენდენცია საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის გაუარესების მიმართულებით, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა ოლიკო შერმადინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "საია" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-6 ანგარიშის პრეზენტაციას მართავენ. როგორც ოლიკო შერმადინი აღნიშნავს, მონიტორინგით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული კლანური მმართველობა და განსხვავებული აზრის მიუღებლობაც გამოვლინდა.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ძირითადი პრობლემები საბჭოში არის განსხვავებული აზრის ნაკლებობა.

კონკრეტულად, საბჭოს შემადგენლობა 2017 წელს განახლდა პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრებით, თუმცა არამოსამართლე წევრების უმრავლესობამ ვერ გამოავლინა სათანადო პრინციპულობა და განსხვავებული ხედვები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისგან, რამაც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს მისცა იმის საშუალება, რომ სასურველი გადაწყვეტილებები დაუბრკოლებლად მიეღოთ. გამოვლინდა უარყოფითი ტენდენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის გაუარესების მიმართულებით. კერძოდ, 2017 წელს 45-მა მოსამართლემ მოითხოვა გასაუბრების დახურვა, რაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა წინა წლებთან შედარებით. ასევე საბჭომ არ ჩართო სამოქალაქო საზოგადოება სასამართლო სტრატეგიის იმპლემენტაციის სამუშაო ჯგუფებში.

ჩვენ დავინახეთ ისიც, რომ კრიტიკულად განწყობილი არამოსამართლე წევრების მიმღებლობა არ ჰქონდათ. ხშირად გვესმოდა საბჭოს სხდომებზე ხმამაღალი და აგრესიული საუბარი, ასევე არაეთიკური განცხადებები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გავლენიან ჯგუფს კრიტიკული აზრის მიმღებლობა არ აქვს", - განაცხადა შერმადინმა.

მისი თქმით, იმისთვის რომ აღნიშნული პრობლემები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოგვარდეს მნიშვნელოვანია, საბჭოს წევრების არჩევის პროცესი დაიხვეწოს.

"მაგალითად, პარლამენტის რეგლამენტი დასახვეწია იმგვარად, რომ არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი ზოგადად მეტად გამჭვირვალე გახდეს და პროფესიულ საქმიანობაზე დაფუძნებული", - განაცხადა შერმადინმა.

სასტუმრო " თბილისი მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაციები : " საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" და "საია" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-6 ანგარიშის პრეზენტაციას მართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა