ეკონომიკის სამინისტრო - საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს სრულად იზიარებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლებიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობას, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ეს პოზიცია კიდევ ერთხელ არის დადასტურებული სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიშში, რომელიც ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა.

სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი, უმეტესობა მნიშვნელოვანი გადაჭარბებით.

„მიმოხილვაში ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე - ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო, ინფლაციამ დაიკლო, ფისკალური და საგარეო ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდა, სახელმწიფო ვალი მცირდება. მნიშვნელოვანი პროგრესია სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისითაც. ამასთან, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მქონე შესაძლო რისკები დაბალანსებულია. სავალუტო ფონდის შეფასებით, შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები, რაც მიზნად ისახავს მაღალ და ინკლუზიურ ზრდას, ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფას და განათლების, ინფრასტრუქტურის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო