საია-მ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეექვსე, 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.

ანგარიშში შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა–დანიშვნის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესისა და პრაქტიკის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის განხორციელება პრაქტიკაში – მოსამართლეები თანამდებობაზე დაინიშნენ იმავე ხარვეზებით, რომელთა აღმოფხვრასაც რეფორმა ისახავდა მიზნად.

„საბჭომ არ მოახდინა მოსამართლეთა დისციპლინირების მიმართულებით შეტანილი დადებითი ცვლილებების იმპლემენტაცია, მათ შორის, მნიშვნელოვანი დაგვიანებით დაინიშნა თანამდებობაზე დამოუკიდებელი ინსპექტორი, საბჭოს ახალ შემადგენლობაშიც რჩება აზრთა პლურალიზმისა და კრიტიკული აზრის აშკარა მიუღებლობის პრობლემა, რაც ხელს უშლის საბჭოს სხდომებზე საგნობრივ მსჯელობას და გადაწყვეტილების დასაბუთებას. მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაფექტურია, რაც შეიცავს საფრთხეს. მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის შენარჩუნდა სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსურებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა. კანონმდებლობა ხასიათდება ისეთი ხარვეზებით, რაც საბჭოს დაუსაბუთებელი და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების ფართო შესაძლებობას უტოვებს. კერძოდ, 2017 წლის შემადგენლობის განახლებას საბჭოს საქმიანობაში არსებითი ცვლილებები არ მოყოლია. ახალარჩეული მოსამართლე წევრები მათი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად წინა შემადგენლობის მიერ აღებული გეზის გაგრძელებას მიიჩნევდნენ, ხოლო არამოსამართლე წევრების უმრავლესობამ ვერ გამოავლინა ინდივიდუალური ხედვები და სათანადო პრინციპულობა; იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გრძელდებოდა განსხვავებული აზრის დევნა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არაჯანსაღი გავლენების დემონსტრირება. მოსამართლეთა წევრები, როგორც წესი, ყველა საკითხზე ერთგვაროვან პოზიციებს აფიქსირებდნენ და გადაწყვეტილებების მისაღებად მუდმივად ახერხებდნენ არამოსამართლე წევრების საჭირო რაოდენობის მხარდაჭერის მოპოვებას; კანონმდებლობით საბჭოს საქმიანობა დარეგულირებული არ არის. მარეგულირებელი ნორმების არარსებობა საბჭოს აძლევს საშუალებას მიიღოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, რომელზეც სათანადო სასამართლო კონტროლი არ ვრცელდება; საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დახურულია. განსაკუთრებით პრობლემურია მოსამართლეობის კანდიდატების უპრეცედენტო რაოდენობის მოთხოვნით გასაუბრების ეტაპის დახურვა, დამოუკიდებელი ინსპექტორისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონსკურსში მონაწილე პირების ვინაობისა და ბიოგრაფიული მონაცემების არ გასაჯაროება; მესამე ტალღის რეფორმა მოსამართლეთა შერჩევა–დანიშვნის, მათ შორის, უვადო დანიშვნის მიმართულებით არასრულყოფილია, რაც საბჭოს თვითნებობის ფართო შესაძლებობას უტოვებს; საბჭო არ ზრუნავს მოსამართლეთა კორპუსის ახალი კადრებით შევსებაზე; საბჭო სხვადასხვა თანამდებობებზე თავმჯდომარეებს შესაბამისი კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე, უმეტესად, უკონკურენტო გარემოში ნიშნავს; მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი ანგარიშვალდებულების მექანიზმის არაეფექტურობაზე მიუთითებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები საბჭოს წევრების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს