ბათუმის მერიაში მიკროავტობუსის მძღოლებისა და მერიის წარმომადგენლების შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა

ბათუმის მერიაში მიკროავტობუსის მძღოლებისა და მერიის წარმომადგენლების შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა. მძღოლები აცხადებენ, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

როგორც ვიცე- მერმა თენგიზ პეტრიძემ განაცხადა, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მივლინებაში იმყოფება და მძღოლებს სთავაზობს, რომ მერის დაბრუნებამდე, მუშაობა გააგრძელონ.

მძღოლები აცხადებენ, რომ ისინი გარანტიებს ითხოვენ და აპროტესტებენ ახალ რეგულაციებს.

ამ წუთებში მძღოლები ბათუმის მერიის შენობიდან მსვლელობას აწყობენ აჭარის მთავრობის მიმართულებით.

მძღოლებმა მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ახალი რეგულაციები გააპროტესტეს.მძღოლების განცხადებით, ისინი მერიის მიერ მიკროავტობუსების შემცირებას და ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.