ანგარიშის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე საბჭოს წევრებს ერთმანეთთან ეთიკურ და კონსტრუქციულ რეჟიმში დისკუსია უჭირთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საბჭოს წევრებს უჭირთ ერთმანეთთან ეთიკურ, კონსტრუქციულ რეჟიმში დისკუსია, - ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის საქმიანობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2017 წლის განმავლობაში საზოგადოებას ხშირად უხდებოდა საბჭოს სხდომებზე მოესმინა ხმამაღალი საუბარი, პერსონალური ხასიათის არაეთიკური ბრალდებები და აგრესიული განცხადებები, რასაც ხშირად არაფერი ჰქონდა საერთო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საგნობრივ, არგუმენტირებულ დისკუსიასთან.

"საბჭოში მოსამართლე წევრების მხრიდან განსხვავებული აზრის მიუღებლობა ყველაზე ნათლად სწორედ საკუთარი კოლეგებისა და სხდომებზე დამსწრე პირების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდებოდა. საანგარიშო პერიოდში სხდომებზე ვითარება რამდენჯერმე ისე დაიძაბა, რომ საზოგადოება საბჭოს წევრებისა და მოსამართლეებისთვის სრულიად შეუფერებელი ქმედების შემსწრე გახდა. დაპირისპირების მიზეზი, როგორც წესი, არამოსამართლე წევრების, ვახტანგ მჭედლიშვილისა და მოგვიანებით ნაზი ჯანეზაშვილის მიერ განსხვავებული აზრის გამოთქმა იყო. მონიტორინგმა ასევე გამოავლინა დაძაბული ურთიერთობა საბჭოს მოსამართლე წევრებსა და საბჭოს თავმჯდომარეს შორის, რაც ხშირად არაეთიკურ მიმართვებსა და არაკოლეგიალურ დამოკიდებულებაში გამოიხატებოდა",- ნათქვამია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო