ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს მთავრობის საპასუხოდ „სასანქციო სიას“ ამზადებს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტის წევრის, პეტრე გასიევის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი ასევე ამზადებს სასანქციო სიას“.

„პარლამენტში უკვე დიდი ხანია შემუშავებულია კანონპროექტი, სამხრეთ ოსეთის სია, რომელსაც პირობითად „გრიგორი სანაკოევის სია“ ჰქვია, რომელიც ქართველებმა 1992 წელს სასტიკად მოკლეს. ეს კანონი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება მიღებული. მასში მოხვდებიან საქართველოს, ამერიკის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში გენოციდში იღებდნენ მონაწილეობას“, - აღნიშნა ე.წ. დეპუტატმა.

მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთში უკვე მიეჩვნიენ საქართველოს ხელისუფლების აბსურდულ ქმედებებს“.

„მხარე, რომელმაც ორჯერ განახორციელა ოსი ხალხის გენოციდი, ამგვარ სიებს იღებს. ეს აბსოლუტურად მათი სტილია“, - დასძინა მან.

როგორც ცნობილია, საქართველომ მთავრობამ  გუშინდელ სხდომაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა, რომელიც 33 პირისგან შედგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა