გდანსკის ბიზნეს კვირეულში ახალგაზრდების შესარჩევი გასაუბრება გაიმართა

პოლონეთში, გდანსკის ბიზნეს კვირეულში მონაწილეების შესარჩევი კონკურსის დასკვნითი ეტაპი - გასაუბრება გაიმართა, რომელსაც მერიაში შექმნილი კომისია ატარებდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მინიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, კონკურსის ფარგლებში 15 საკონკურსო განაცხადი შევიდა, საიდანაც კომისია ორ კონკურსანტს შეარჩევს, რომელთა ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

“მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 15-დან 19 წლამდე ორ ახალგაზრდას პოლონეთში ბიზნეს კვირეულში მონაწილეობის მისაღებად მიავლენს. ბიზნეს კვირეულში მოსწავლეების მონაწილეობა მარნეულის მერიასა და პოლონურ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს.

კვირეული პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება. გდანსკის ბიზნეს კვირეული ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ–ჩვევების დასახვეწად საზაფხულო ბანაკია, რომელსაც ქალაქ გდანსკის მერია და „გდანსკის მეწარმეთა ასოციაცია“ ატარებს, „კერძო მეწარმეობის განათლების“ ამერიკულ ფონდთან ერთად. ასევე, გდანსკის ბიზნეს კვირეული ხორციელდება ბიზნეს ინკუბატორ Starter-ის მიერ, რომელსაც უძღვებიან ისეთი ცნობილი კომპანიების პოლონელი და ამერიკელი მენეჯერები, როგორიცაა: Boeing, Apple, Microsoft, Invest GDA და ა.შ. 2018 წელს, ბიზნეს კვირეულის საზაფხულო ბანაკი 100 ახალგაზრდა მონაწილით იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც 15-20 ივლისს პოლონეთის რესპუბლიკის პომორსკის მხარეში გაიმართება“, - ნათქვამია მარნეულის მერიის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა