მაიკ პენსი - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, უკრაინისა და სირიის საკითხებს განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, უკრაინისა და სირიის საკითხებს განიხილავს, - ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა სააგენტო Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ფართო წრეა საკითხების, რომელზეც დონალდ ტრამპი ისაუბრებს და რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ. ამ საკითხებს შორის არის აშშ-ს და რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე უკრაინაში და სირიაში შექმნილი ვითარება“, - აღნიშნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

მაიკლ პენსმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემასაც განიხილავს.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა განმარტება არ გააკეთა იმის თაობაზე, მიიჩნევს თუ არა შესაძლებლად რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნებას.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა შეათანხმეს რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის დრო და ადგილი, რაზეც განცხადება დღეს გაკეთდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო