ანა დოლიძე - მთავარია, რომ არასამთავრობოების ანგარიში არ დარჩეს "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, კრიტიკულ ანგარიშზე, რომელიც მესამე სექტორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მიმართ მოამზადა, საჭიროა საქართველოს პარლამენტმა რეაგირება მოახდინოს და მიიღოს შესაბამისი ცვლილებები.

როგორც ანა დოლიძემ "ინტერპრესნიუსს" ანგარიშის პრეზენტაციამდე განუცხადა, ანგარიშში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგ პრობლემებთან ერთად, მის გაუმჭვირვალობაზეც არის საუბარი.

"ანგარიში ასახავს ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც ყოველკვირეულად არის დასმული ჩვენს მიერ დღის წესრიგში. აქ იგულისხმება ძალთა დაუბალანსებლობა თვითონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არამოსამართლე წევრების მიმართ არაეთიკური ქცევა. ანგარიშში ნათქვამია საბჭოს გაუმჭვირვალე საქმიანობის შესახებ, დროულად არ ქვეყნდება დღის წესრიგი და პროექტები. ვითარება ხანდახან იგივეა, მთელ რიგ შემთხვევებში გაუარესებულია კიდევაც, როგორც ამას ანგარიში მიუთითებს.

ჩემი აზრით, მთავარი არის ის, რომ ეს ანგარიში, როგორც მანამდე, ისე ახლაც არ დარჩეს "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". ანგარიშში უამრავი რეკომენდაციებია, თუნდაც დანიშვნებთან დაკავშირებით, რაზეც საჭიროა საქართველო პარლამენტის წევრებმა ხელში აიღონ კალამი და ფურცელი და მიიღონ შესაბამისი ცვლილებები. სხვა შემთხვევაში, ეს ანგარიში უბრალოდ, საინფორმაციო საშუალებად დარჩება, თუმცა შეიძლება იყოს ეფექტური საფუძველი იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა რეალური ნაბიჯი გადადგას რეფორმისთვის",- განაცხადა ანა დოლიძემ.

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაციები " საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და " საია" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-6 ანგარიშის პრეზენტაციას მართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა