აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე ორ საკითხზე იმსჯელეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგის პროექტში ცვლილების შეტანის შემდეგ, ორი საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ (2019-2022 წლები) ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, დოკუმენტი, უმაღლესი საბჭოს შენიშვნებითა და წინადადებებით, აჭარის მთავრობას გადაეგზავნება.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში შესათანხმებლად შემოვიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის წერილი, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას წარდგენას ითვალისწინებს.

უმაღლესის საბჭოს ინფორმაციით, კანდიდატმა, რომელიც 2011 წლის 31 ოქტომბრიდან ამავე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს, წარმატებით გაიარა შესაბამისი კონკურსი.

ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებს, საკითხის განსახილველად, 5 დღე განესაზღვრათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო