სოფიო კილაძე - ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-ში მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისათვის

ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-ში მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ საფეხურზე, მათ შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში.

“პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის, როგორც საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის, ასევე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. ის მაღალი დონის შეხვედრები, რომლებიც სპიკერმა გამართა, ადასტურებს იმ ძლიერ გზავნილებს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აშშ-დან: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მაქსიმალური მხარდაჭერა. საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ საფეხურზე, მათ შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში. ეს არის ჩვენი პოლიტიკის დიდი გამარჯვება საგარეო ურთიერთობების კუთხით და იმის დადასტურება, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან სწორი საგარეო პოლიტიკა აქვს. ეს კი, თავის მხრივ, ძალიან კარგად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების, ასევე განათლებისა და ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს