მაია მიმინოშვილის აზრით, უმჯობესია ზოგადი განათლება სკოლებში 9 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვროს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, განათლების საკითხებში ექსპერტის, მაია მიმინოშვილის აზრით, უმჯობესია ზოგადი განათლება სკოლებში 9 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვროს.

როგორც მიმინოშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, ასევე გაცილებით ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნება გამოსაშვები გამოცდების აღნიშულ საფეხურზე გადატანაც.

“ვფიქრობ, ბევრი მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები. მაგალითად, სრული ზოგადი განათლება სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის, მაგრამ ზოგად განათლებაში რას ვგულისხმობთ, ეს სერიოზულად დასაფიქრებელი საკითხია. მათემატიკოსი გახლავართ და ამ კუთხით გეტყვით - მოსწავლეს, რომელიც მათემატიკის მიმართულებით არ აპირებს სწავლის გაგრძელებას, სულაც არ სჭირდება ლოგარითმული განტოლებების ამოხსნა, რაც ახლა უწევს ატესტატის ასაღებად. მგონია, რომ ადამიანს, რომელიც მათემატიკის განხრით სწავლის გაგრძელებას არ აპირებს, სრულიად საკმარისია რიცხვებით ოპერირება, პროცენტების გამოყვანა, მთელის და ნაწილის ურთიერთობა, გეომეტრიული ფიგურები, მოცულობა და ფართობები ვასწავლოთ - ეს სრულიად საკმარისია. ფიზიკასაც იმისთვის ვასწავლიდი, რომ სამყარო შეიცნოს და არა ისეთი სერიოზული ფორმით, რომელიც მომავალ ფიზიკოსს შეიძლება დასჭირდეს.

გამოსაშვები გამოცდების გადატანა, ვფიქრობ, გაცილებით ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნება სრული ზოგადი განათლების საფეხურის დასრულებისას და ეს საფეხურიც, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება 10 წლით (კლასით) განისაზღვროს. ეს რთული გასაკეთებელია და თავიდან მოგვიწევს ყველაფრის დაწყება, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთეს შედეგამდე მიგვიყვანს. ალბათ, დამეთანხმებით, სახელმწიფო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ადამიანი მომავალი ცხოვრებისთვის მოამზადა, შემდეგ კი ახალგაზრდამ თავად უნდა აირჩიოს რა სურს - თუ უმაღლეს სასწავლებელში სურს სწავლის გაგრძელება, დარჩენილი 2 წელი შესაბამის საგნებზე გააკეთოს კონცენტრირება, თუ პროფესიული მიმართულება იზიდავს, ორ წელიწადში ამასაც შესანიშნავად შეძლებს. ცხადია, ამას ეროვნული სასწავლო გეგმის სერიოზული გადახედვა და ცვლილება სჭირდება, ბევრი სხვა მიმართულებით მუშაობაც“, - აცხადებს მიმინოშვილი.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს