მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტს 250 ნაგავშემკრები კონტეინერი გადასცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტს 250 ნაგავშემკრები კონტეინერი გადასცა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალმა ურნებმა ბორჯომში, წაღვერში, ახალდაბასა და ბაკურიანში ძველი ურნები ჩაანაცვლა და კონტეინერები კონკრეტულ ტერიტორიებსაც დაემატა. მუნიციპალიტეტის ცნობით, ძველი დაზიანებული ურნების ნაწილი შეკეთდა და სოფლებში გადანაწილდა.

„ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონი 10 000 ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

უახლოეს დღეებში ბორჯომის მუნიციპალიტეტი 200-მდე მცირე ზომის ურნებსაც შემოიტანს, რომლებიც წვრილმანი ნარჩენებისთვის იქნება განკუთვნილი და ისინი ბოძებზე დამაგრდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს